ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა მეთორმეტე გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. კურსდამთავრებულებს დაწყებითი სამხედრო მომზადების სერტიფიკატები და ლიცეუმის სამკერედე ნიშნები გადაეცათ.