თბილისი მეღვინეობის დარგში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას winexpo 2023-ს მასპინძლობს. საკუთარ სერვისსა და პროდუქციას მომხმარებელს 7 ქვეყნის 200-მდე კომპანია სთავაზობს. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეთხუთმეტე საერთაშორისო გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გახსნა. შამუგიამ ექსპორტის ზრდასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ღონისძიების მიზანი სექტორისათვის ხელის შეწყობა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციაა.