პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დასმულ შეკითხვას კიდევ ერთხელ პასუხობს და აცხადებს, რომ მას ეს უფლება კონკრეტული გარემოებების გამო შეზღუდული აქვს. ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულო არ არის, თუმცა, მას, როგორც ექს პრეზიდენტს, საკადრისად უნდა მოექცნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაცული უნდა იყოს.
სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის აზრი ორად გაიყო, უცვლელია მმართველი პარტიის წევრების პოზიცია: ისინი ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სამართლიანად იხდის.