20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს, მათ შორის, არიან ისეთი მნიშვნელოვანი უწყებები, როგორებიცაა: მთავრობის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ -ს ცნობით, უკვე 6 წელია შესყიდვების სააგენტო კონტრაქტების არგამოქვეყნებას ტექნიკური ხარვეზით ხსნის.