ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთმა კიევზე თავდასხმა 15 ფრთოსანი რაკეტითა და 18 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ყველა რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო ძალებმა გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. საჰაერო განგაში კიევთან ერთად ქვეყნის რამდენიმე ოლქში იყო გამოცხადებული.
გენშტაბის ცნობითვე, დიდია მტრის დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა რუსების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.