ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრა გამართა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ლიდერებმა შეხვედრაზე გლობალური მშვიდობის სამიტისთვის ერთობლივი მზადება და მონაწილეთა რაც შეიძლება ფართო ჩართვა განიხილეს.
ზელენსკიმ, გერმანიის კანცლერს უკრაინის მშვიდობის ფორმულის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან რუსული სარაკეტო ტერორის ესკალაციაზე და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების საჭიროება იყო.