უკრაინის რადას დეპუტატმა 32 წლის ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედა გახდა. მისი პირველი შვილის მამა კი, ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილია.
ლიზა იასკომ დედობას მიუძღვნა "მგრძნობიარე პოსტი" "ინსტაგრამზე", სადაც ისაუბრა ბავშვის უკრაინულ ფესვებზე და მას მამის უკრაინული გაგრძელება უწოდა. იასკოს პოსტში არ დაუკონკრეტებია თუ როდის დაიბადა მისი შვილი, არც სქესი და არც ბავშვის სახელი უხსენებია. პერიოდულად მედიაში ვრცელდებოდა ფოტოები, რაც ლიზა იასკოს ორსულობას ადასტურებდა, თუმცა ამ თემაზე ღიად არცერთი მხარე არ საუბრობდა.
როგორც Ambebi.ge-ს ექსპრეზიდენტის გარემოცვიდან წყარო უყვება, მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილი 1 წლის არის, გოგონაა და მას ჟასმინი ჰქვია. სახელი გოგონას დედამ შეურჩია.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მეოთხე შვილს ჯერჯერობით არ იცნობს. რამდენიმე თვის წინ, სანამ ლიზა იასკო ოფიციალურად დაადასტურებდა შვილის შესახებ ინფორმაციას, წყარო გვიყვებოდა, რომ მათი გოგონა ძალიან ჰგავდა ბაბუას, ლიზას მამას, ოლექსეი იასკოს.... განაგრძე კითხვა Ambebi.ge-ზე