ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, ჭიდაობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირი კარგად დაიწყო და დღეს, ორ მედალი დაისაკუთრა - ვერცხლი და ოქრო.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის, ჩემპიონი ლერი აბულაძე გახდა. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა გადამწყვეტი შეხვედრა უზბეკი, შერმუხამად შარიბჯანოვის წინააღმდეგ გამართა და 7:4 იმარჯვა.
ოქროს მედალთან გურამ ხეცურიანიც ახლოს იყო. ქართველი მოჭიდავე ფინალში ჯალგასბაი ბერდიმურატოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 3:5. ფინალამდე გურამმა ფეი პენს, ალი ჯენგიზსა და აზამატ კუსტუბაიევს მოუგო.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა საქართველოს ნაკრების წევრ სულხან ბუიძეს, რომელმაც თურქ ფათიჰ ბოზკურტთან 0:9 დამარცხდა.