ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ მესაზღვრეს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ტურისტებს, შელაპარაკების ნიადაგზე თვითნებურად დაადო ხელბორკილები და განახორციელა გასროლა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.