აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ ღონისძიებაზე წაბორძიკდა და წაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, კოლორადოში აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიალზე, დიპლომების გაცემის დროს ბაიდენი წაბორძიკდა და წაიქცა. საჰაერო ძალების წარმომადგნლები მას წამოდგომაში დაეხმარნენ და ბაიდენი თავის ადგილს მარტო დაუბრუნდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იდგა ფეხზე, სანამ აკადემიის ყველა 921 კურსდამთავრებულ კადეტს ართმევდა ხელს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ პრეზიდენტმა ქვიშის ტომარას წამოკრა ფეხი.
“იგი კარგად არის. ქვიშის ტომარა იყო სცენაზე, სანამ იგი ხელს ართმევა”, - წერს თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი, ბენ ლაბოლტი.