ოპოზიციონერი დეპუტატები - ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტს რეგლამენტში ცვლილებებს სთავაზობენ, რომლის თანახმად, რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში, მთავრობის წევრებზე გამონაკლისი არ გავრცელდება და მათ დარღვევისთვის სანქციები დაეკისრებათ. ინიციატორების თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა საქართველოს პარლამენტის წევრი მთავრობის წევრს კითხვით მიმართავს, ადრესატი კი მათ არ პასუხობს. მათივე განმარტებით, ცვლილებები ამ რისკების პრევენციას მოახდენს. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მოქმედი პარლამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილი, თუმცა, მნიშვნელოვანია ეს მექანიზმები მოქმედებდეს მომავალ პარლამენტში.