საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილი ესაუბრა.
- ბატონო გია, მიმდინარე კვირა ჩვენი ხელისუფლების ევროპაში ვიზიტების თვალსაზრისით დატვირთული იყო. ვგულისხმობ პრემიერ ღარიბაშვილის გლობსეკზე გამოსვლას და შემდეგ ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას.
რადგან პრეზიდენტის გამოსვლა ახალი ამბავია, ამ თემით დავიწყოთ და შემდეგ პრემიერის გამოსვლასაც შევეხოთ.
რა უთხრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას?
- დავინახე ის, რომ სალომე ზურაბიშვილის პირადი დამოკიდებულება საქართველოს გრძელვადიან განვითარებაზე კონსტიტუციის შესაბამისია. იგი საქართველოს მომავალს ხედავს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში. ევროპარლამენტში გამოსვლისას მან ეს დაადასტურა.
პრობლემა ისაა, რომ ეს არის მისი პირადი დამოკიდებულება. საქართველოშიც და ევროპაშიც მშვენივრად ესმით, რომ მისი შესაძლებლობები პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით ძალიან შეზღუდულია პრეზიდენტის სტატუსიდან გამომდინარე. საგარეო პოლიტიკაზე გადაწყვეტილებებს იღებს აღმასრულებელი ხელისუფლება და აქ ყველაფერი წესრიგში არ არის... განაგრძე კითხვა IPN.GE-ზე