თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია 3 ივნისს გაიმართება. ასევე ცნობილი გახდა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლო ოფიციალური შედეგებიც.
როგორც თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იენერმა განაცხადა, საბოლოო შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18%-ი მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა, ექვსი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულმა კანდიდატმა, ქემალ კილიჩდაროღლუმ ხმების 47.82%-ი დააგროვა.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართა.