ახალციხემ დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა 400-მდე ვაკანსიას. ვაკანტური ადგილები წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, სასტუმრო ინდუსტრია, წარმოება, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები და ა.შ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, დასაქმების ფორუმები მუდმივად ტარდება თბილისსა და რეგიონებში. ფორუმების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა ურთიერთდაკავშირება და მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება.