საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მაგისტრალური წყალმომარაგების მილები შეიცვალა და ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო.
ფერდის გამაგრების სამუშაოებს ქართველი და გერმანელი სპეციალისტები ახორციელებდნენ.
ახალი გზა თბილისის მერმა, კახი კალაძემ გახსნა.