რომელი ქვეყნიდან ჩამოსულმა ადამიანებმა დახარჯეს ყველაზე მეტი როუმინგის სერვისში საქართველოში? - როგორც კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს საქართველოში ყოფნის დროს, როუმინგ მომსახურებაში ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან ჩამოსულებმა დახარჯეს.
მეორე პოზიცია დაიკავეს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს როუმინგით მომსახურებაში დახარჯული თანხების თვალსაზრისით, პირველ პოზიციას საუდის არაბეთი იკავებდა, მეორეს კი - რუსეთის ფედერაცია.კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შარშან რუსმა როუმერებმა საქართველოში ყოფნის დროს მობილურ მომსახურებაზე ჯამში 5 მილიონ 170 ათასი ლარი დახარჯეს.
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, ჩამოსული როუმერების მიერ დაგენერირებული შემოსავლები სერვისების მიხედვით ასე გადანაწილდა: ინტერნეტი - 70.5%, ხმოვანი მომსახურება - 26.7%, SMS - 2.8%.