ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მალე ის თურქეთში გაემგზავრება, რათა თურქეთის პრეზიდენტთან შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი განიხილოს.
სტოლტენბერგის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის უკვე ესაუბრა რაჯეფ თაიფ ერდოღანს და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების მიღწევა მალე მოხერხდება.
შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წლის მაისში გააკეთეს. ფინეთი ალიანსის წევრი 2023 წლის აპრილში გახდა, შვედეთის ნატოში მიღება კი უნგრეთისა და თურქეთის უარის გამო გადაიდო.