საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში საქართველოში ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - შარლ მიშელი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ჩამოვლენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფასებენ. მათი განმარტებით, ეს ინიციატივა საერთაშორისო პარტნიორების ჩვენი ქვეყნით დაინტერესებასა და ქართველი ხალხის პატივისცემას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, დასავლეთმა საქართველოს ევროინტეგრაციის საჭიროება დაინახა, რასაც პატარა სახელმწიფოები ათწლეულების განმავლობაში ელოდებიან.