საქართველოს პრემიერ მინისტრი მოლდოვაში ევროპული გაერთიანების რიგით მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელ სამიტზე ძირითადი თემები იქნება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხები. მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან დიასამიძის განცხდებით, სამიტის ფარგლებში პრემიერს ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში.