ხუთშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელში გადავა 03:45-ზე
დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. მოერიდეთ დიდხანს სარკეში ყურებას.
ვერძი
შესაძლოა სამუშაო საკითხებში გარკვეული დაძაბულობა იყოს, იგრძნოთ ზეწოლა კოლეგების მხრიდან. რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროფესიული კონფლიქტები. საღამოს მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად.
კურო
შესაძლოა ოჯახთან ერთად დროის გატარების განსაკუთრებით დიდი სურვილი გაგიჩნდეთ. იყავით მზრუნველი შვილების მიმართ. გაანებივრეთ ისინი. საღამოს გაშალეთ მდიდრული სუფრა და მოიწვიეთ საყვარელი ადამიანები.
ტყუპი
დღეს გარშემორტყმული უნდა იყოთ მხოლოდ უახლოესი ადამიანებით. მოაწყვეთ მხიარული წვეულება საყვარელი ადამიანებისთვის. ამასთან, ღირს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არ გირჩევთ მავნე თვისებების გამოვლენას.
კირჩხიბი
ენერგიის გაზრდილი დონე და კარგად დასახული მიზნები საქმეებში გამარჯვებას მოგიტანთ. დღეს მიდრეკილნი იქნებით კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებისა და შემოქმედებითი იდეების გამოვლენისკენ.
ლომი
ენერგიული და პასუხისმგებელიანი ხართ, რაც ნებისმიერი საქმის მოგავრებაში დაგეხმარებათ. მთავარია, თავიდან აიცილოთ სიმკაცრე, რათა არ მოხდეს კონფლიქტის პროვოცირება. იყავით მოსიყვარულე ბავშვების მიმართ.
ქალწული
დღეს შეიძლება გარკვეულწილად ნერვიული და მკაცრი გახდეთ. მნიშვნელოვანია ენერგიის სწორი მიმართულებით წარმართვა - დღის დაგეგმვა უაღრესად ეფექტური იქნება. თქვენ ასევე შეგიძლიათ წარმატებით მოაგვაროთ ძველი პრობლემები.
სასწორი
ხუთშაბათი არის ორგანიზაციული და ლიდერული ნიჭის გამოვლენის დღე. მოერიდეთ ამპარტავნებას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გარშემო მყოფებს თავს დაამახსოვრებთ როგორც ტირანი. უმჯობესია, გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო მხარე.
მორიელი
რთული ემოციური სიტუაცია იწვევს შინაგან კონფლიქტს და გაუგებრობას. ახლობლები გულწრფელად ცდილობენ თქვენს დახმარებას, მაგრამ დღეს ასეთმა ჩარევამ შეიძლება უფრო გაგაღიზიანოთ. დამშვიდდით და გააზრებულად შეხედეთ მოვლენებს, ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ახლობლებთან.
მშვილდოსანი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. მშვენიერი დღეა მიზნებისა და პრიორიტეტების დასასახად, გრძელვადიანი გეგმების დასაგეგმად და ნებისმიერი ახალი საქმიანობის დასაწყებად. რასაც დღეს გაკეთებთ, ყველაფერში მხარდაჭერას მიიღებთ.
თხის რქა
განსაკუთრებით იგრძნობთ საკუთარ პოპულარობას. გარშემო მყოფები დაგაფასებენ. იყავით ღიმილიანი და ნურავის ეტყვით დახმარებაზე უარს. მეტი მზრუნველობა გმართებთ ბავშვების მიმართ.
მერწყული
კარგი დღეა ახალი ადგილის მოსანახულებლად. წადით მივლინებაში ან უბრალოდ სამოგზაუროდ, სულ მცირე, ქალაქში გაისეირნეთ. შეგიძლიათ ისადილოთ ახალ კაფეში ან წახვიდეთ სახლში უცნობი გზით.
თევზები
დღეს ბევრი რამ ხდება თქვენ ირგვლივ, მაგრამ ეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ თქვენს შინაგან სამყაროზე. ეს არის ღირებულების გადაფასების და საკუთარ თავთან ურთიერთობის გაუმჯობესების დღე. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სულის, არამედ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. დაიწყეთ ვარჯიში და ჯანსაღი დიეტა.
წყარო: Ambebi.ge