ევროპული გაერთიანების რიგით მეორე სამიტი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერი იღებს, დღეს მოლდოვაში იწყება. სამიტზე ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მოლდოვაში ევროპული ქვეყნის სხვა ლიდერებიც ჩადიან. პრემიერს ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან. ასევე ის მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე