„ეს ის ფოტოა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს“ - ბრიუს უილისი ემოციურ პოსტს ავრცელებს - Palitra News

„ეს ის ფოტოა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს“ - ბრიუს უილისი ემოციურ პოსტს ავრცელებს

2023-06-01 10:31:34+04:00

ბრიუს უილისი „ინსტაგრამზე“ ემოციურ პოსტს ავრცელებს. ის მეუღლესთან, ემმა ჰემინგთან და ორ ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს.

„ეს ის ფოტოა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს“, – წერს ბრიუსი.

ცნობისთვის, გასულ თვეს, ბრიუს უილისი და დემი მური ბებია-ბაბუა პირველად გახდნენ. მათ ქალიშვილს, რუმერს ქალიშვილი შეეძინა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ბრიუსს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს, ცოტა ხნის წინ კი მას დემენცია დაუდგინდა.