„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ გამოცემული საქართველოს სახელმწიფოებრივობის ერთგვარი მატიანეა. გამომცემლობამ პროექტი პირველად 2016 წელს წარუდგინა საზოგადოებას და მას შემდეგ მონეტების კოლექცია აქტუალობას არ კარგავს.
წიგნ-ალბომი აერთიანებს საქართველოს ისტორიას და ქართული ფულის განვითარებაზე მოგვითხრობს. პროექტი ქართველმა ნუმიზმატებმა შეადგინეს მათი პროფესიული და დინამიკური თხრობა კი ალბომს სტრუქტურულად და შინაარსობრივად ორმაგად საინტერესოს ხდის. 24 განსხვავებული მონეტა 24 ისტორიას მოიცავს. სწორედ ამიტომ პროექტს „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ ხშირად აფასებენ როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეს, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. ამ მონეტებით მოყოლილი ისტორია არის საინტერესო გზა, რომ გაჰყვეთ საქართველოს სავაჭრო გზებს, იმ პერიოდს, როდესაც ფული იჭრებოდა. თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერენ თითოეულ მონეტას.
მონეტების კოლექციის, წიგნი-ალბომისა და ლუპის ფასდაკლებით შეძენა მკითველისთვის 15 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და ის ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე palitral.ge