24 წლის ქართველი მორაგბე ლუკა ჯაფარიძე Top 14-ში მოთამაშე ფრანგულ სარაგბო კლუბ მონპელიეს შეუერთდა. ქართველი ბრივიდან მონპელიეში 3 სეზონით, 2026 წლამდე გადაბარგდება.
1998 წლის 6 სექტემბერს დაბადებული ლუკა ჯაფარიძე ლელო სარასენსში თამაშობდა. ის 2018 წლიდან Brive-ის ღირსებას იცავდა, ბორჯღალოსნებში შემადგენლობაში კი 6 მატჩი აქვს ჩატარებული.
"ძალიან მოხარული ვართ, რომ ლუკა ჩვენს შორის იქნება. ლუკა სულ რაღაც 24 წლისაა, კარგად თამაშობს დახურულ შერკინებაში და ძალიან მოძრავია მოედანზე. ლუკა იქნება რეალური დამატებითი ღირებულება ჩვენს გუნდში მომდევნო 3 სეზონისთვის." - აღნიშნა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ.
ა"ღსანიშნავია, რომ მონპელიემ ქართველის ტრანსფერის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გვამცნო, “კეთილი იყოს შენი მობრძანება” - აღნიშნულია გუნდის ოფიციალურ გვერდზე.