გიორგი გველესიანის „პერსეპოლისმა“ ირანის თასის (ჰაზფის თასი) ფინალში თანაქალაქელი „ესტეღლალი“ 2:1 დაამარცხა და სეზონში მეორე ტიტული მოიგო.
გველესიანმა შეხვედრა ტრადიციულად სასტარტოდან დაიწყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში წვლილი ამჯერადაც შეიტანა.
ამ მატჩამდე „ესტეღლალს“ ტიტული ისტორიაში ყველაზე მეტჯერ 7-ჯერ ჰქონდა მოგებული, „პერსეპოლისს“ კი 6-ჯერ. მთავარი კონკურენტების დაპირისპირებას ეს ფაქტორი კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს სძენდა.
ასევე საინტერესოა, რომ გუნდებს შორის ამ მატჩამდე ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობა იყო - 26 მოგება, 26 მარცხი, 48 ფრე.რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „პერსეპოლისი“ 30-ე წუთზე დაწინაურდა. „ესტეღლალმა“ კი ანგარიში 101-ე წუთზე გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
110-ე წუთზე „პერესპოლისმა“ შეხვედრაში არსებული უპირატესობა ტაბლოზეც ასახა. სტანდარტულისას ჩაწოდების შემდეგ ბურთზე თამაში გველესიანმა სცადა, რის შემდეგაც მეტოქის ფეხბურთელები დააბნია, მეკარემ რეაგირება ვერ მოასწრო და გოლი გავიდა.
ამრიგად, ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი ჩემპიონის და თასის მფლობელის რანგში დაასრულა. ის ჩემპიონატში საუკეთესო მცველადაც დაასახელეს.