გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული რუსეთის ხუთი საკონსულოდან ოთხის დახურვის შესახებ განაცხადა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც კრემლმა რუსეთში მომუშავე გერმანიის მთავრობის პერსონალის რაოდენობა 350-მდე შეზღუდა. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რუსეთის საკონსულოების დახურვის მიზანი ორ ქვეყანას შორის საკადრო და სტრუქტურული პარიტეტის შექმნაა.
რუსეთის მიერ გერმანიის მთავრობის პერსონალის შეზღუდვა ეხება საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებში მომუშავე გერმანიის მოქალაქეებსაც.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთში გერმანულ ორგანიზაციებში მომუშავე ასობით საჯარო მოხელეს ქვეყნის დატოვება ან სამსახურის დაკარგვა მოუწევს.