რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინის ცნობით, პუტინი თურქეთში, რეჯეპ ტაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე არ გაემგზავრება. მისივე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი არც ინდოეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე აპირებს წასვლას.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინისა და რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება სახელდება.