უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ადრე განხორციელებული თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ბალისტიკური ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა და 10 დაშავდა.