პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 81 ხმით დაუჭირეს მხარი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს "იარაღის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანის თაობაზე. პროექტით ახლებურად გაიწერა იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები.
ცვლილბის თანახმად, თავდაცვის იარაღად ჩაითვლება ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სანტიმეტრზე ნაკლებია, ხოლო ყველა სხვა იარაღი, რომლის სიგრძე აღემატება 55 სანტიმეტრს, ჩაითვლება სანადირო იარაღად. ასევე, პოლიციას ექნება უფლებამოსილება, ადგილზე მივიდეს და შეამოწმოს, რამდენად იცავს იარაღის მფლობელი იმ წესებს, რაც დადგენილია იარაღის შენახვისთვის.