უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა. როგორც „ინტერსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საკონსულო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია და საჭირო პროცედურები განხორციელდება.
გარდაცვლილი მებრძოლი 43-ე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ემსხვერპლა.