ლატვიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის სეიმის გადაწყვეტილებით, ლატვიის პირველი პირი ედგარს რინკევიჩსი იქნება, რომელიც ფიცს ივლისის პირველ ნახევარში დადებს. რინკევიჩსი მანამდე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.