რუსული მხარის ინფორმაციით, ქალაქ ბელგოროდში კვლავ დაძაბული ვითარებაა. რუსეთი ბელგოროდში არსებული სიტუაციით შეშფოთებულია, კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს, „კოლექტიური დასავლეთიდან“ დაგმობის არცერთი სიტყვა ჯერ-ჯერობით არ სმენია. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის თქმით, ვითარება სასაზღვრო სოფელ შებეკინოში უარესდება. მისივე თქმით, შებეკინოდან და გრაივორონიდან ბავშვების ევაკუაცია იწყება. გლადკოვის განცხადებით, დღეს, პირველ 300 ბავშვს ვორონეჟში გადაიყვანენ. მანვე აღნიშნა, რომ შებეკინოში, ღამით განხორციელებული იერიშების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.