რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქში, უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან გზა ააფეთქეს.ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ნარატივმა, რომელიც თავდაპირველად კიევის სამ დღეში აღებას გულისხმობდა, გზების აფეთქების ტაქტიკაზე გადაინაცვლა. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრეს-სპიკერის, ანდრიი დემჩენკოს თქმით, რუსებმა გზა ააფეთქეს, თუმცა ეს მათ ვერ დაეხმარება.