ბრაზილიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 31 წლის მამაკაცი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს მოკლული. ბრაზილიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, საელჩო როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან კონტაქტზეა და შესაბამისი პროცედურები განხორციელდება. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.