ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შიდაპარტიული დემოკრატიის შესახებ დისკუსია გამართეს. შეხვედრა “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ინიციატივით შედგა. მხარეებმა პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ გამოწვევად საზოგადოების ნდობის ნაკლებობა დაასახელეს და აღნიშნეს, რომ პოლიტიკურ პარტიებში დემოკრატიის კუთხით პრობლემების აღმოსაფხვრელად, 2024 წლის არჩევნებისთვის მეტი მუშაობაა საჭირო. რა შეფასებები მოჰყვა დისკუსიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებებს მმართველ გუნდში.