ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობას მიიღებს. მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და პირველ ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება.