ფეხზე წამომდგარი ევროპარლამენტარები და აპლოდისმენტები - საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო 13 წლის განმავლობაში ევროპარლამენტს პირველად მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი სურვილი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტი ასევე 12 რეკომენდაციის შესრულებასაც შეეხო. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობასა და რუსეთის აგრესიაზეც, როგორც მეგობარი ქვეყნის, ასევე საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის ტოლერანტობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციაზე . პრეზიდენტი ტრადიციულად კრიტიკული იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ. რა ძირითადი გზავნილები ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს ევროპელი მოკავშირეების მიმართ.