ნატო-ს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და იმის დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, -ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს.
როგორც გახარია აღნიშნავს, ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატო-ს წევრობაზე უარისთვის.
„ნატო-ს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის “მეორე ფრონტის” და „ნეიტრალიტეტის“ ყალბი ნარატივის ქვეშ. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა არის მშვიდობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი“, - წერს გახარია სოციალურ ქსელში.