პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. ცვლილებით, ის მეპატრონეები, რომლებიც ძაღლს ღია სივრცეებში, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გაიყვანენ, 150 ლარით დაჯარიმდებიან. განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება 300 ლარით დაჯარიმდება.