პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პრემიერის პარლამენტში მოსვლის თარიღი შეთანხმებულია.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პლენარულ სხდომაზე გამოსვლამდე პრემიერი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას წერილობითი ფორმით წარუდგენს, რაც რეგლამენტის მიხედვითვე, 1 ივნისამდე უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ანგარიში პარლამენტისთვის დადგენილ ვადაში იქნება წარმოდგენილი.