მედიის ცნობით, თურქეთში ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავლენ. ქვეყანაში ჯერ პუტინის, შემდეგ კი ზელენსკის ვიზიტი იგეგმება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან ცალ-ცალკე გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, პუტინი თურქეთს სპეციალური ვიზიტით, ერდოღანის ინაუგურაციის შემდეგ ეწვევა, თუმცა ვიზიტის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
თურქული მედიის ცნობით, პუტინისა და ზელენსკის ვიზიტებზე ომისა და მარცვლეულის დერეფნის საკითხები განიხილება.