რუსი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - Palitra News

რუსი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

2023-05-31 15:29:48+04:00

რუსი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ამავე ცნობის თანახმად, ერთ-ერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მეორე ქარხანა არ დაზიანებულა.

კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატევის განცხადებით, დრონით თავდასხმა, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ის ჩააქრეს. მ

ედიის ცნობით, დრონით კიდევ ერთი თავდასხმა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, თუმცა შედეგად ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.