რუსი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ამავე ცნობის თანახმად, ერთ-ერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მეორე ქარხანა არ დაზიანებულა.
კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატევის განცხადებით, დრონით თავდასხმა, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ის ჩააქრეს. მ
ედიის ცნობით, დრონით კიდევ ერთი თავდასხმა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, თუმცა შედეგად ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.