საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატების მიერ პარლამენტში ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესახებ რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის კანონპროექტის განხილვა ცხარე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა. რეგლამენტში ცვლილებები პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავიდა.
საკანონმდებლო ცვლილების მთავარი კრიტიკოსები ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები არიან. ფრაქციის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას შეფასებით, ერთმანეთს ემთხვევა ინიციატორებისა და “ქართული ოცნების“ ინტერესები, რომელიც აღნიშნული პროექტის საფუძველზე “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე ქილიკით საუბრობს“. დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ყოფილი თანაფრაქციელების პოზიციას “სამწუხარო“ და “გაუგებარი“ უწოდა.