ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის განხილვები დაიწყო. ინიცირებაც უკვე მოხდა საკანონმდებლო ორგანოში.
პროექტით გათვალისწინებულია ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სექტორში სამეწარმეო საქმიანობის რეგულირება, დადგენა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა. ტურისტების უფლებებისა და მოვალეობების, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დებულებების დადგენა.
ასევე განისაზღვრება ტურ-ოპერატორის და კომბინირებული ტურისტული ხელშეკრულების მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შესრულება.
კანონპროექტით განისაზღვრება მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების, მათ შორის სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის რეგულირების საკითხები. ამასთან, აღსანიშნია, რომ მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც გიდის საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის.
რა პრობლემებია დღეს ქართულ ტურისტულ ბაზარზე და როგორ აისახება ახალი კანონი ტურიზმის სექტორზე? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ტურისტული სააგენტო "კლარკ რობინსის" აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე