ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბავშვთა დაცვის ცენტრი გახსნა, რომელიც უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებებს დაუპირისპირდება. ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას სურს ბავშვები საშობლოში რაც შეიძლება მალე დააბრუნოს, იქამდე სანამ ისინი ჯერ კიდევ ბავშვები არიან.
პრეზიდენტი ზელენსკი ცენტრის სამოქმედო გეგმასაც გაეცნო. უკრაინის მთავრობა, უცხოური მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობლივად მუშაობენ, რათა ყველა ახალგაზრდა უკრაინელი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდეს. მისივე თქმით პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და 371 ბავშვი უკრაინაში, საკუთარ სახლში დაბრუნდა.