გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოსა და აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.