თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას მოსკოვზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შესახებ, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის შიგნით თავდასხმებს არ ეთანხმებიან.
„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს. სულ ეს არის. წერტილი“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვში დრონებით თავდასხმა განხორციელდა და მომხდარზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა და ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.