პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა. ის იყო გათვლილი, ცინიკური და მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურებოდა, - ამის შესახებ სლოვაკმა ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ევროპარლამენტარის თქმითვე, ღარიბაშვილის განცხადებები ძირს უთხრის ქართველი ხალხის ინტერესებს. „რა მხრივ შეაქვს ამ განცხადებებს წვლილი 12 რეკომენდაციის შესრულებაში საქართველოს დასახმარებლად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კუთხით წინსვლაში?“, - განაცხადა ლექსმანმა.