2003 წელს სოფია კოპოლამ კინოს ისტორიაში საკულტო ნამუშევარი შექმნა, სახელწოდებით „თარგმანში დაკარგული“. ეს არის საკუთარი თავის დაკარგვისა და პოვნის, რომანტიკული სიყვარულისა და ტოკიოს ამბავი, რომელშიც მსახიობებთან ერთად, დიდ როლს ასრულებს ვისკი Suntory. მართალია, მას შემდეგ 20 წელი გავიდა, მაგრამ რეჟისორი და აღნიშნული ბრენდი კვლავ ერთობლივ პროექტზე მუშაობენ…
ამჟამად საუბარია რეკლამაზე, რომელიც სასმლის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ვიდეორგოლის მთავარი გმირის როლს კიანუ რივზი ითავსებს, Suntory-ის 1990-იანი წლების რეკლამების ვარსკვლავი. ის ტოკიოს ქუჩებში მეგობრების ჯგუფს წააწყდება, რის შემდეგაც კადრებში იაპონური პოპ-კულტურისთვის დამახასიათებელი დეტალები მონაცვლეობით ერწყმის ერთმანეთს.საგულისხმოა, რომ 1980 წელს ბრენდის რეკლამაზე სოფიას მამამ, ფრენსის ფროდ კოპოლამ იმუშავა… თითქოს, ეს საგვარეულო მემკვიდრეობაა.